ნეიმარ ჟუნიორი 4 კვირას გამოტოვებს !

10-06-2019, 01:33

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი, ტრავმის გამო 4 კვირას გამოტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის თავდამსხმელმა, დაზიანება სამშობლოს ღირსების დაცვისას, ყატარის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური შეხვედრისას მიიღო, სადაც მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.

ცნობების მიხედვით, მოთამაშემ კოჭის არც თუ ისე მარტივად მოსარჩენი ტრავმა მიიღო, რამაც რეაბილიტაციის დროზე დიდი გავლენა იქონია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაზიანების გამო, ნეიმარს 2019 წლის "კოპა ამერიკის" ტურნირის გაცდენაც მოუწევს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით