გარეთ ბეილი "მანჩესტერ იუნაიტედს" უახლოვდება ?!

10-06-2019, 01:38

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" უელსელი თავდამსხმელი, გარეთ ბეილი, "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ედენ აზარის ესპანურ გრანდში გადაბარგების შემდეგ, 29 წლის შემტევმა, მომდევნო სეზონში დიდი ალბათობით შემცირებული სათამაშო დროის გამო, გუნდის დატოვება მოინდომა.

ცნობების მიხედვით, ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობის კლუბი, მზადაა ბეილის სანაცვლოდ, 65 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, ლონდონის "ტოტენჰემია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით