ედინსონ კავანი მადრიდის "ატლეტიკოში" ?!

10-06-2019, 01:43

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "ატლეტიკო", ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ურუგვაელი თავდამსხმელის, ედინსონ კავანის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როხი ბლანკომ", დიეგო კოშტას შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო და შესაფერის კანდიდატს, სწორედ 32 წლის შემტევში მიაგნო.

ცნობების მიხედვით, დიეგო სიმეონე მზადაა კავანის სანაცვლოდ, 75 მილიონი ევრო გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდის დატოვების გადაწყვეტილება, ესპანელმა კოშტამ, რამდენიმე კვირის წინ გაასაჯაროვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით