ართურ მელო ტრავმირებულია !

10-06-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი, ართურ მელო ტრავმირებულია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის ფეხბურთელი, ჰონდურასის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური შეხვედრისას დაზიანდა, რის შედეგადაც მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

ცნობების მიხედვით, მხოლოდ სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ გაირკვევა შეძლებს თუ არა ართური "კოპა ამერიკის" ტურნირში მონაწილეობის მიღებას, რომელიც 14 ივნისს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მატჩი, ბრაზილიის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 7:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით