ჯორდან პიკფორდი: "პენალტი რომ ამეცილებინა, სოციალურ მედიაში არ დამინდობდნენ"

10-06-2019, 12:32

მერსესაიდული "ევერტონის" ინგლისელი გოლკიპერი, ჯორდან პიკფორდი, ერთა ლიგაზე შვეიცარიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"როდესაც პენალტების სერია დაიწყო და ბურთთან ჩემი მისვლის დრო მოვიდა, სიმართლე გითხრათ ნერვიულობა დამეწყო, რადგანაც ვიცოდი, რომ აცილების შემთხვევაში, სოციალურ მედიაში არ დამინდობდნენ."

"ასეთი მომენტები არც თუ ისე ხშირია, თუმცა მიუხედავად ამისა, მსგავსი შემთხვევებისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 11 მეტრიანების სერიაში (5:6) "ლომების" გამარჯვებით დასრულდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით