"ატლეტიკო" რაბიოს შეძენით დაინტერესდა

9-06-2019, 23:43

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "ატლეტიკო" "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მაქსიმალურად ეცდებიან, ადრიენ რაბიოს გადმობირებას.

ახალგაზრდა ფრანგით უამრავი გრანდი ინტერესდეობდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით სწორედ "ატელტიკოა" ფეხბურთელის დამატების მთავარი ფავორიტი.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 24 წლის ნახევარმცველმა მიმდნარე სეზონში "პსჟს" მაისური 19 შეხვედრაში მოირგო სადაც თავის გამოჩენა 2 გატანილი გოლით და 1 საგოლე გადაცემით მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით