მბაპეს ტრანსფერი "რეალს" 230 მილიონი დაუჯდება

10-06-2019, 12:02

როგორც აქამდეც ცნობილი იყო, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელს კილიან მბაპეს კლუბის დატოვება სურს.

გავლენიანი გამოცემა Abc.es-ი გვამცნობს, რომ მას მადრიდის "რეალში" გადაბარგება განუზრახავს და ფეხბურთელის მამა უკვე მუშაობს "რეალის" ხელმძღვანელობასთან სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით.

წყაროს ცნობით, ტრანსფერის თანხა დაახლოებით 230 მილიონი ევრო იქნება.

ახლადდამთავრებულ სეზონში მბაპემ "პსჟ"-ის მაისურით 43 მატჩი ითამაშა, 39 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე პასით გამოიჩა. პარიზულ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით