ვაისი: "დანიასთან შანსს უნდა დაველოდოთ"

10-06-2019, 10:07

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის  დ ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ ვაისმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

 "რთულ შეხვედრას ველით, რადგან დანია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. დანიელებმა რამდენიმე დღის წინ ირლანდიის წინააღმდეგ ორი ქულა დაკარგეს. ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრაში დანია უკეთესი გუნდი იყო ვიდრე ირლანდია. დანიელთა შემადგენლობაში რამდენიმე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი თამაშობს, აქედან გამომდინარე, ადვილი თამაში ნამდვილად არ გველის, მაგრამ გვსურს, რომ ხარისხიანი და დისციპლინირებული ფეხბურთი ვაჩვენოთ.

ჩემს ფეხბურთელებს პატივს ვცემ და მათი მჯერა, მაგრამ ასევე პატივი უნდა ვცეთ მოწინააღმდეგის სათამაშო კლასს. ვფიქრობ, რომ სათამაშო სტილი კონკრეტული მეტოქიდან გამომდინარე უნდა ავირჩიოთ. დანიის წინააღმდეგ აუცილებელია, რომ ჭკვიანურად ვითამაშოთ, თავი კარგად უნდა დავიცვათ და სახიფათო შეტევები განვახორციელოთ. სამწუხაროდ, რვა მოთამაშე დაგვაკლდება,რომლებიც წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრებში იყვნენ  და ეს ჩვენს დავალებას უფრო ართულებს.

პარუნაშვილი და ლობჟანიძე ადგილობრივ ჩემპიონატს კარგად იცნობენ, თუმცა დანიის ნაკრების მოთამაშეები ძირითადად ქვეყნის გარეთ ასპარეზობენ. მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელია კოპენჰაგენში. საბა ფლანგზე სწრაფად თამაშობს, შემიძლია ვთქვა, რომ ლობჟანიძე და პარუნაშვილი იმ ფეხბურთელებს შორის არიან, ვის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებაზეც ვფიქრობ, ასევე ხარაიშვილიც.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშებს და დავაკვირდებით როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ მოცემულობით საშიში არაფერია",- განაცხადა ვაისმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით