კაშია: "ძალიან რთული შეხვედრა გველის"

10-06-2019, 10:42

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის  დ ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩის შესახებ გურამ კაშია მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

"სამწუხაროა, რომ  დანიასთან შეხვედრა დანაკლისით მოხდება, ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ბევრი მოთამაშე გვაკლია. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებს შეგვიქმნის".

"ჩემი აზრით, დანიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, მათ ჯგუფში რთული მდგომარეობა აქვთ და აქედან გამომდინარე, ჩვენს წინააღმდეგ აუცილებლად სამი ქულის მოსაპოვებლად გამოვლენ. ამიტომ, დისციპლინირებული თამაში გვმართებს, განსაკუთრებით  დაცვაში".

"ინდივიდუალური შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ ჩვენს შანსს და გამოვიყენოთ ის",-აღნიშნა კაშიამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით