დაჩაგრეს თუ არა საქართველო მსაჯებმა, საბოლოო დასკვნა !

11-06-2019, 00:26

როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და დანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

30-ე წუთზე, მოულოდნელად ჩვენს კარში დანიშნული პენალტი ვიხილეთ, რომლის სამართლიანობაზე საუბარს, მაშინ როდესაც მისი არალეგალურობა რამდენიმე მსოფლიო დონის არბიტრმა უკვე უარყო, აზრი აღარ აქვს.

ზემოთ ხსენებულმა 11 მეტრიანმა, საქართველო, რომელმაც ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, საბოლოოდ მატჩი იგრძნო, მოულოდნელად დააბრკოლა და ბრძოლის პლაცდმარი შეუჩერა.

მატჩის 63-ე წუთზე, კარიდან გამოსული გოლკიპერი, გიორგი ლორია, მეტოქის ფეხბურთელებმა წესების დარღვევით შეაჩერეს, რის შედეგადაც მეკარემ ბურთის ხელებში დაფიქსირება ვერ მოახერხა.

ამ მომენტს კი საბოლოოდ კასპერ დოლბერგის ლამაზი დარტყმით, მე-3 გოლი მოჰყვა, რატომ არ დააფიქსირეს არბიტრებმა ჯარიმა, მაშინ როდესაც დღევანდელ ფეხბურთში, ვიდეო რეფერის ფუფუნება დიდი ხნის წინ დაინერგა, ეს ჯერაც უცნობია.

ქართველებს თამაშში დაბრუნების ერთი შანსი, 90 წუთის ამოწურვამდე კიდევ ერთხელ მიეცათ, როდესაც საჯარიმოში მოწინააღმდეგის ფეხბურთელს, დარტყმული ბურთი (ტანზე დაფიქსირებული) ხელში მოხვდა.

მართალია აქამდე ასეთ შემთხვევებში პენალტები არ ინიშნებოდა ხოლმე, თუმცა ახალი წესების მიხედვით, რომელიც სამწუხაროდ "UEFA-მ" საკვალიფიკაციო ეტაპებზე რატომღაც არ აამოქმედა, ეს ყოველივე რეგულაციების დარღვევაა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ორთაბრძოლა, სკანდინავიელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 5:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით