რობერტო მარტინესი: "ედენ აზარი "რეალს" არაჩვეულებრივად მოერგება"

11-06-2019, 00:43

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი რობერტო მარტინესი, მისი გუნდის ლიდერზე, ედენ აზარზე საუბრობს:

"მადრიდის "რეალი" ედენის ასახით მსოფლიო დონის მოთამაშეს იღებს, რომელიც არაერთი ტიტულის გარანტია, თავად აზარისთვის კი ეს საკუთარი თავის წარმოჩენის კიდევ ერთი დიდი შანსია."

"დარწმუნებული ვარ ისინი ერთმანეთს არაჩვეულებრივად მოერგებიან. საოცნებო გუნდი, საოცნებო მოთამაშისთვის."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 28 წლის ვარსკვლავი, "ლოს ბლანკოსში" 130 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით