სესკ ფაბრეგასი: "მაურისიო სარი ძალიან ჯიუტია"

11-06-2019, 11:35

ფრანგული "მონაკოს" ესპანელი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი, მისი ყოფილი კლუბის მთავარ მწვრთნელზე, იტალიელ მაურისიო სარიზე საუბრობს:

"ის არის თავკაცი, რომელსაც მისი იდეალების შეცვლა ძალიან უჭირს და შესაბამისად საკმაოდ ჯიუტიცაა, არ აქვს მნიშვნელობა რას ურჩევ, სარი მაინც იმას გააკეთებს, რაც მოისურვა."

"რა თქმა უნდა მაურისიოს სტილს პატივს ვცემ, რადგანაც ზოგჯერ წარმატებისთვის, ესეცაა აუცილებელი."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 32 წლის ფეხბურთელი, ლიგა 1-ში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით