230 მილიონი ევრო, მადრიდის "რეალის" მორიგი მეგა გარიგება

11-06-2019, 01:11

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავი, კილიან მბაპე, მადრიდის "რეალში" ტრანასფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის თავდამსხმელის მამა, რომელიც მისი აგენტის როლსაც ითავსებ, ესპანურ გრანდში ტრანსფერის განხორციელებაზე უკვე მუშაობს.

ცნობების მიხედვით, მბაპეს სურს ისეთივე პრივილეგირებული იყოს, როგორც ბრაზილიელი ნეიმარ ჟუნიორი, რომლის წლიური ანაზღაურებაც 36 მილიონ ევროს შეადგენს, ამიტომაც ფრანგმა თანდათანობით ახალი გუნდის ძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება, ამჟამად 230 მილიონ ევროს შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით