გადაწყვეტილია: დემბელე "ბარსელონას" ტოვებს

11-06-2019, 14:24

როგორც ჩანს, კატალონიის "ბარსელონამ" ოსმან დემბელესადმი ნდობა სრულად დაკარგა და კლუბი მას აუცილებლად გაყიდის.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, კლუბის მესვეურები ძალიან გაბრაზებულები არიან 22 წლის ფეხბურთელის ქცევებით.

როგორც ცნობილია, დემბელე სახლში ხშირად ერთობა ვიდეო თამაშებით, დილის ვარჯიშებზე კი თითქმის ყოველთვის აგვიანებს. ამას გარდა ფრანგი შემტევი ხშირად ტრავმიანობს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით "ბარსელონაში" დემბელეს გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტეს. კლუბი კი მის სანაცვლოდ მიღებულ ყველანაირ შეთავაზებას განიხილავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით