რომაელებს ფონსეკა გაუძღვება

11-06-2019, 14:59

"რომას" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბს მომავალი სეზონიდან პაულო ფონსეკა ჩაუდგება სათავეში.

46 წლის სპეციალისტი უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დონეცკის "შახტარის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ და სამივე წელს შეძლო ჩემპიონატის მოგება.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ კლუბს უკანასკნელად კლაუდიო რანიერი ედგა სათავეში, რომელმაც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა "რომა".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით