დეშამმა მენდის ტრანსფერი დაადასტურა

11-06-2019, 15:06

როგორც ჩანს, ფერლან მენდის მადრიდის "რეალში" გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა დაადასტურა, რომ 24 წლის მარცხენა მცველი მალე "სამეფო კლუბს" შეუერთდება.

"ის ორივე ფეხით ძალიან კარგად თამაშობს და შეხვედრაში იდეალურად ერთვება."

"ფერლანმა ბოლო წლების მანძილზე დიდი პროგრესი განიცადა. ორი წლის წინ ის ლიგა 2-ში თამაშობდა, ახლა კი "რეალში" გადადის." - აცხადებს დეშამი,



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით