იგუაინი სერია ა-ში ბრუნდება?

11-06-2019, 22:51

როგორც იტალიური მედია იუწყება, გონსალო იგუაინი, რომელიც "ჩელსიში" იჯარის წესით ასპარეზობს, შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს.

წყაროს ცნობით, 31 წლის არგენტინელი თავდამსხმელის დამატება "რომას" სურს. დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობა მას ედინ ჯეკოს შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც დიდი ალბათობით, კლუბს ზაფხულში დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი ტურინის "იუვენტუსის" საკუთრებაა, თუმცა იჯარის წესით "ჩელსიში" ირიცხება. მისი სატრანსფერო ფასი 45 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით