რობერტსონი: "ის საუკეთესოა მათ შორის ვის წინააღმდეგაც მითამაშია"

11-06-2019, 21:21

"ლივერპულელმა" ფეხბურთელმა ენდო რობერტსონმა მედიის წარმომადგენლებთან ლონდონის "ჩელსის" ყოფილ და "რეალის" ამჟამინდელ შემტევის ედენ აზარის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

"აზარი საუკეთესოა მათ შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია და წარმატებას დამსახურებულად მიაღწია",- აღნიშნა რობერტსონმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, "რეალმა" ედენ აზარი ოფიციალურად გაიფორმა. "სამეფო კლუბს" 28 წლის ბელგიელი ფეხბურთელი 100 მილიონი ევრო დაუჯდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით