"ჩელსი" სარის შემცვლელად ორ კანდიდატს განიხილავს

11-06-2019, 21:42

როგორც უკვე ცნობილია, მაურიციო სარი უახლოეს მომავალში ლონდონის "ჩელსის" დატოვებს და კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს.

გამოცემა Goal-ის ცნობით, "არისტოკრატების" ხელმძღვანელობა იტალიელი სპეციალისტის შემცვლელს უკვე ეძებს და ორ კანდიდატს განიხილავს.

როგორც ირკვევა, ლონდონური კლუბი ფრენკ ლამპარდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელიც ამჟამად "დერბის" წვრთნის. ლამპადრის გარდა, "ჩელსი" შესაძლოა "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ჩაიბაროს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით