რაკიტიჩი პოლ პოგბას შეცვლის?

11-06-2019, 20:39

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კატალონიის "ბარსელონას"  ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.


"წითელი ეშმაკები"  ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კატალონიური კლუბიდან, ივან რაკიტიჩის დამატებას ეცდებიან.

როგორც ცნობილია, "იუნაიტედის" მესვეურები ხორვატ ფეხბურთელს პოლ პოგბას შემცვლელად განიხილავენ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით 50 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 5 გატანილი გოლით და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით