"მილანმა" გატუზოს შემცვლელთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

11-06-2019, 19:18

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Calciomercato იუწყება,  პაოლო მალდინიმ მიაღწია საბოლოო შეთანხმებას მარკო ჯამპაოლოსთან.

წყაროს ცნობით, გუნდსა და შვეიცარიელ სპეციალისტს შორის დაიდება 2 წლიანი კონტრაქტი.

"სამპდორიას" მწვრთნელი წელიწადში მიიღებს 2 მილიონ ევროს. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა ორჯერ აღემატება მის ამჟამინდელ ხელფასს მარკო ფერეროს კლუბში.

ჯამპაოლო ამჟამად ხორვატიაში იმყოფება. იგი ორშაბათს ჩაფრინდება მილანში კონტრაქტზე ხელის მოსაწერად და "შავ-წითლებთან" ერთად კარიერაში ახალი ეპიზოდის დასაწყებად.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით