ლევანდოვსკი კონკურენტს ითხოვს

11-06-2019, 23:18

მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ გუნდს სათადარიგო ფორვარდი სჭირდება.

"თუ გუნდს კიდევ ერთი თავდამსმხელი ეყოლება, ეს კარგი იქნება როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვისაც."

"მე არ ვარ რობოტი და მჭირდება დასვენება. ზოგჯერ მეც შემიძლია, რომ სათადარიგოთა სკამიდან ვუქომაგო ჩემს გუნდს."

"ვერნერი ძალიან კარგი ფეხბურთელია. არ ვიცი, რა არჩევანს გააკეთებს ის, თუმცა, მის მოსვლას მივესალმები." - აცხადებს ლევანდოვსკი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით