იანიკ კარასკო "არსენალს" უახლოვდება !

12-06-2019, 01:28

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ჩინური დალიან "იფანგის" ბელგიელი თავდამსხმელი, იანიკ კარასკო, ლონდონის "არსენალში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის მოთამაშემ, აზიაში 1 სეზონის გატარების შემდეგ, კვლავ ევროპაში დაბრუნება მოისურვა, საიდანაც მისით ყველაზე მეტად, "მეთოფეები" დაინტერესდნენ.

ცნობების მიხედვით, უნაი ემერის გუნდი მზადაა მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი შემტევის სანაცვლოდ, 25 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებისთვის ამასთან ერთად, "დორტმუნდის ბორუსიაც" იბრძოლებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით