იურგენ კლოპი: "მამაჩემისთვის მწვერვალზე ყოველთვის პელე იდგა, თუმცა ჩემთვის ისტორიაში საუკეთესო, ლიონელ მესია"

12-06-2019, 12:08

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი იურგენ კლოპი, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე საუბრობს:

"სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, არაერთ ძლიერ მოთამაშესთან ერთად მომიწია მუშაობა, ბევრი ვარსკვლავი და ლეგენდა მინახავს. მამაჩემისთვის მწვერვალზე ყოველთვის პელე იდგა, თუმცა ჩემთვის ისტორიაში საუკეთესო, მაინც ლიონელ მესია."

"მსურს მას "კოპა ამერიკის" ჩემპიონატზე წარმატება და რაც მთავარია სანაკრებო ტიტულის მოპოვება ვუსურვო, ის ამას ნამდვილად იმსახურებს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ტურნირი, 14 ივნისს დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით