ტიაგო სილვა: "ბრაზილიაში ნეიმარი, ფელიპე კოუტინიომ უნდა შეცვალოს"

12-06-2019, 12:35

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი კაპიტანი, ტიაგო სილვა, მის თანამემამულესა და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველზე, ფელიპე კოუტინიოზე საუბრობს:

"დიახ, ნეიმარის ტრავმის შესახებ ინფორმაცია მოულოდნელად დაგვატყდა თავს, თანაც "კოპა ამერიკის" უმნიშვნელოვანესი ტურნირის წინ, მაგრამ ამის გამო წინასწარ არავინ უნდა ჩამოგვწეროს, რადგანაც ბრაზილიას სუსტი მოთამაშეები, არასდროს ჰყოლია."

"არიან ნაკრებში ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ლიდერის როლი შეითავსონ და ვფიქრობ მათგან მთავარი, სწორედ ფელიპე კოუტინიოა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული სამხრეთ ამერიკული სანაკრებო ჩემპიონატი, 14 ივნისს დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით