ლუკაკუ სერია ა-ში?

12-06-2019, 20:18

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, მილანის "ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, მილანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, "წითელ ეშმაკთა" რიგებიდან, რომელუ ლუკაკუ გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, ბელგიელი ფეხბურთელის დამატებით, პირადად ანტონიო კონტეა დაინტერესებული.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომელუ ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" 40 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავი 14 გატანილი გოლით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით