ქურდებმა ისკოსა და ზიდანის სახლები გაქურდეს

12-06-2019, 21:39

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" საკუთარი გუნდის წევრების სახლებს გაძლიერებული დაცვა დაუყენა. თუმცა, როგორც ჩანს ეს საკმარისი არაა.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ქურდებმა ისკო ალარკონისა და ზინედინ ზიდანის სახლები გაძარცვეს.

El Chiringuito-ს ცნობით, მძარცველები ჯერ ესპანელი ფეხბურთელის სახლში შეიჭრნენ, ამის შემდგომ კი ფრანგ მწვრთნელსაც "ესტუმრნენ".

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა ნივთებია წაღებული. საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით