რაიოლას ოინებმა გაჭრა, დე ლიხტი პარიზში მიდის

12-06-2019, 21:46

როგორც ჩანს, მომავალი სეზონიდან მატიას დე ლიხტი კარიერას ფრანგულ "პსჟში" განაგრძობს.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, 19 წლის ჰოლანდიელი უკვე შეხვდა პარიზული კლუბის წარმომადგენლებს და პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა.

წყაროს ცნობით, დე ლიხტი ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 15 მილიონ ევროს მიიღებს, რითაც, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველის აგენტი მინო რაიოლაა. როგორც ჩანს, დე ლიხტის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა სწორედ მისმა ფაქტორმაც მოახდინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით