ოფიციალურად: გვილია კარიერას "ლეგიაში" გააგრძელებს

12-06-2019, 23:05

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ვაკო გვილია კარიერას ვარშავის "ლეგიაში" გააგრძელებს.

პოლონური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 25 წლის ნახევარმცველმა უკვე მოაწერა კლუბთან კონტრაქტს ხელი.

შეგახსენებთ, რომ გვილია ბოლო ორი წლის განმავლობაში "ლუცერნის" საკუთრებაში გახლდათ, გასული სეზონი კი მან "პოგონში" გაატარა იჯარის წესით.

"ლეგიამ" ექსტრაკლასას გასულ სეზონში მე-2 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაზე მოსახვედრად იბრძოლებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით