გრიზმანი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს

12-06-2019, 23:39

მადრიდის "ატლეტიკოს" CEO-მ, მიგელ ანხელ მარინიმ ანტუან გრიზმანის მომავალი კლუბი დაასახელა.

"გრიზმანის ბედი დიდი ხანია რაც გადაწყვეტილია."

"ჯერ კიდევ მარტში ვიცოდით, რომ ის კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებდა." - განაცხადა მან Sport-თან საუბრისას.

დიდი ალბათობით, ფრანგი ფორვარდის ტრანსფერი ხვალ დადასტურდება. "ბარსელონა" კი მის სანაცვლოდ 108 მილიონ ევროს გადაიხდის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით