"გალათასარი" "მანჩესტერის" ფეხბურთელით დაინტერესდა

12-06-2019, 23:57

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქული "გალათასარაი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, "წიტელ ეშმაკთა" რიგებიდან, ხუან მატა დაიმატონ.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ კლუბის დატოვება თავად ესპანელ ფეხბურთელსაც სურს, რადგან იგი არსებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

ესპანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 26 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავი 4 გატანილი გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ხუან მატას ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით