ტანგაი ნდომბელე "ტოტენჰემს" უახლოდება !

13-06-2019, 01:27

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "ოლიმპიკ ლიონის" ფრანგი ჩამშლელი ნახევარმცველი, ტანგაი ნდომბელე, ლონდონის "ტოტენჰემში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის ფეხბურთელს, ინგლისური გრანდის წარმომადგენლები, ბელგიელი მუსა დემბელეს შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვა.

ცნობების მიხედვით, მაურისიო პოჩეტინო მზადაა ნდომბელეს სანაცვლოდ, 45 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით