"მანჩესტერ იუნაიტედი" ივან რაკიტიჩს უახლოვდება !

13-06-2019, 01:39

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი", კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის ფეხბურთელის შესყიდვა, პირადად ნორვეგიელმა სპეციალისტმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა მოითხოვა, რომელიც რაკიტიჩს უკვე დიდი ხანია ადევნებს თვალს.

ცნობების მიხედვით, ხორვატის სანაცვლოდ, ინგლისელებს მინიმუმ 75 მილიონი გირვანქის გამეტება მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით, ამასთან ერთად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით