"პსჟ" სპორტულმა დირექტორმა დატოვა

13-06-2019, 21:29

ფრანგული "პსჟს" რიგები სპორტულმა დირექტორმა, ანტერო ენრიკემ დატოვა.

რადიო RMC-ს ინფორმაციით, 51 წლის სპეციალისტმა ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. სულ მალე კი ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებს.

როგორც ცნობილია, ენრიკესა და თომას ტუხელს შორის სერიოზული განხეთქილება გახლდათ, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიწყო.

ტუხელის მოთხოვნა იყო, რომ კლუბს კიდევ ერთი ნახევარმცველი დაემატებინა, რაც არ ასრულდა. ამის შემდგომ კი მან ენრიკე საჯაროდ გააკრიტიკა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით