ლუკაკუმ "ინტერთან" შეთანხმებას მიაღწია

13-06-2019, 21:53

მანჩესტერ "იუნაიტედის" ბელგიელი ფორვარდი, რომელუ ლუკაკუ კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელსა და "ნერაძურის" შორის შეთანხმება შედგა.

მილანური კლუბი ბელგიელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაიხდის, საიდანაც 7.5 მილიონი მის ყოფილ გუნდს, "ჩელსის" შეხვდება. თავად რომელუს ყოველწლიური ანაზღაურება 8 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ლუკაკუმ განაცხადა, რომ მისი ოცნება პრემიერლიგისა და სერია ა-ს ტიტულების მოგებაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით