დროგბა: "ის ახლა "ჩელსისთვის" საუკეთესო ვარიანტია"

13-06-2019, 22:09

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, დიდიე დროგბამ ფრენკ ლამპარდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის "არისტოკრატებისთვის" კარგი ვარიანტი იქნება.

"ვფიქრობ, რომ ლამპარდი "ჩელსისთვის" კარგი ვარიანტია. მას "დერბისთან" ერთად მშვენიერი სეზონის ჰქონდა და ვფიქრობ, რომ "ჩელსიშიც" წარმატებულად იმუშავებს", - აღნიშნა დროგბამ.

შეგახსენებთ, რომ დიდიე დროგმა "ჩელსიში" 2004-12 და 2014-15 წლებში ასპარეზობდა. მან "არისტოკრატების" მაისური 381-ჯერ მოირგო, 164 გოლი გაიტანა და 86 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით