"მილანი" გადაწყევტილებას ხვალ გაასაჯაროვებს

13-06-2019, 21:23

"მილანის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ოფიციალურად ხვალ გახდება ცნობილია. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, "როსონერის" ხელმძღვანელობა დღეს მარკო ჯამპაოლოს შეხვდა, კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანახმა და დიდი ალბათობით, ოფიციალურად ხვალ წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2017-19 წლებში "მილანს" ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობდა, თუმცა კლუბის ზაფხულში დატოვა. გასულ სეზონში, "როსონერიმ" სერია ა-ში მე-5 ადგილი დაიკავა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით