"რეალმა" ხამეს როდრიგესს ფასი დაადო

13-06-2019, 21:45

მოგეხსენებათ, "ბაიერნში" იჯარით მოთამაშე ხამეს როდრიგეგსის მიმართ კუბები სულ უფროდაუფრო დიდ ინტერესს იჩენენ, ამიტომ მადრიდის
"რეალის" ხელმძღვანელებმა მის ტრანსფერზე მომუშავე კლუბებს კონკრეტული თანხა დაუსახელა, რომლის გადახდის შემთხვევაშიც კოლუმბიელი შემტევის კონტრაქტის გამოსყიდვას შეძლებენ.

როგორც ცნობილი ხდება, "სამეფო კლუბი" ხამესის ტრანსფერში 42 მილიონ ევროს ითხოვს – ზუსტად იმდენს, რამდენადაც მიუნხენის "ბაიერნს" ჰქონდა მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენის ტრანსფერზე ყველაზე აქტიურად ამ დროისთვის "ნაპოლის" ხელმძღვანელები მუშაობენ. როგორც ჩანს, ხამესი პირადად კარლო ანჩელოტის სამიზნეთა სიაში იმყოფება.

ცნობილი ხდება ნეაპოლიტანელების შეთავაზების დეტალებიც – ხამესს იტალიელები ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობენ, წელიწადში 6.5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით. "ნაპოლის" პრეზიდენტი უკვე დაუკავშირდა მადრიდელ კოლეგას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით