ჯეკო "რომადან" მიდის მაგრამ იტალიაში რჩება

13-06-2019, 23:03

როგორც ბოსნიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ განაცხადა, იტალიური "რომას" ბოსნიელ თავდასხმელი ედინ ჯეკო დედაქალაქურ კლუბს დატოვებს და სხვა იტალიურ გუნდში გადავა.

"ედინ ჯეკოსა და მირალემ პიანიჩს ვესაუბრე. ეს უკანასკნელი ტურინის "იუვენტუსში" რჩება. რაც შეეხება ჯეკოს, ის სხვა იტალიურ გუნდში გადავა", – ციტირებს პროსინეჩკის სიტყვებს Football Italia.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ედინ ჯეკო მილანის “ინტერთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. 33 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში საკლუბო დონეზე 40 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა მიითვალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით