პოლ პოგბა "იუვენტუსს" უახლოვდება ?!

14-06-2019, 01:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსი", "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური გრანდის წარმომადგენლები ამჟამად ინგლისში იმყოფებიან, სადაც ედ ვუდვორდთან ერთად, პოგბას გადაბირების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ცნობების მიხედვით, 26 წლის მოთამაშის სანაცვლოდ, "იუვენტუსი" მზადაა 160 მილიონი ევრო გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის შეძენით ამასთან ერთად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით