ალექსანდრ ზინჩენკომ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა !

14-06-2019, 01:39

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" უკრანიელმა ნახევარმცველმა, ალექსანდრ ზინჩენკომ, გუნდთან ერთად კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ სეზონში თავის გამოჩენის შემდეგ, 22 წლის ფეხბურთელს, ინგლისური გრანდი, 5 წლიანი ხელშეკრულებით დააჯილდოებს.

ცნობების მიხედვით, მოლაპარაკებების შედეგად, ზინჩენკოს კვირეული ანაზღაურება, 150 000 გირვანქა გახდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ, "ქალაქელთა" რიგებში ჩატარებულ 29 შეხვედრაში, 1 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით