ნაბილ ფეკირი "ლივერპულს" უახლოვდება !

14-06-2019, 01:43

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ლივერპული", "ოლიმპიკ ლიონის" ფრანგი ნახევარმცველის, ნაბილ ფეკირის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იურგენ კლოპმა, გასულ წელს მოლაპარაკებების წარუმატებლად წარმართვის შემდეგ, კიდევ ერთხელ მოინდომა 26 წლის ფეხბურთელის ინგლისში გადაბირება და მისთვის ახალი კონტრაქტი გაამზადა.

ცნობების მიხედვით, ფეკირს "ლიონის" პრეზიდენტმა, კლუბის დატოვების უფლება, მხოლოდ 75 მილიონიანი შეთავაზების მიღების შემთხვევაში მისცა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში ჩატარებულ 29 შეხვედრაში, 9 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით