მინო რაიოლა: "მატეის დე ლიხტის გამო საფრანგეთში არ ჩავსულვარ"

14-06-2019, 11:35

ამსტერდამის "აიაქსის" ჰოლანდიელი კაპიტნისა და ცენტრალური მცველის, მატეის დე ლიხტის აგენტი, მინო რაიოლა, მისი კლიენტის მომავალზე საუბრობს:

"სრულიად ცრუა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მატეისი "პსჟ-ს" უახლოვდება და ამ მიზნით რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში გავემგზავრე."

"ჯერ-ჯერობით მათგან შემოთავაზებაც კი არ მიგვიღია, ამიტომაც იმაზე რაც არ მომხდარა, განცხადებას ვერ გავაკეთებ, ამჟამად დე ლიხტის მომდევნო გუნდის შესახებ გადაწყვეტილება არ მიგვიღია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსნებული 19 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ამასთან ერთად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით