დიდიე დროგბა: "ჩელსის" მწვრთნელობისთვის ფრენკ ლამპარდი შესანიშნავი ვარიანტია"

14-06-2019, 12:08

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული კოტ-დ'ივუარელი თავდამსხმელი, დიდიე დროგბა, მის ყოფილ თანაგუნდელსა და ინგლისელ ნახევარმცველზე, ფრენკ ლამპარზე საუბრობს:

"თუ მაურისიო სარის გუნდს დატოვებს და იტალიაში გაემგზავრება, მაშინ ფრენკზე უკეთესი ვარიანტი ამ პოზიციისთვის არ მეგულება. ის კარგად იცნობს "ჩელსის" სტილსა და კულტურას, ამიტომაც კლუბს შესანიშნავად მოერგება."

"იქნება თუ არა მზად თავკაცობისთვის ? ვფიქრობ ამ საქმისთვის სრულყოფილად მომზადება თითქმის შეუძლებელია, ახლა ყველაფერი თავად სპეციალისტს და ბედს უნდა მივანდოთ."

შეგახსენებთ, რომ ლამპარდი ამჟამად "დერბი ქაუნთის" ხელმძღვანელობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით