რაბიო: "ამ ორი კლუბიდან ერთ-ერთს ავარჩევ"

14-06-2019, 15:16

"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილმა ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ მედიის წარმომადგენლებთან საკუთარი მომავალის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

"იუვენტუსი" საოცარი კლუბია, სადაც ნებისმიერ ფეხბურთელს სურს თამაში და ხელმძღვანელობას უკვე ვესაუბრე".

"იტალია ძალიან მომწონს - სერია ა საოცარი ჩემპიონატია, თუმცა მეტს ვერაფერს გეტყვით".

"მანჩესტერ იუნაიტედი? დიახ, მათთან კონტაქტი ნამდვილად მაქვს, ისევე როგორც წინა წელს. ახლა არდადეგებზე ვარ და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებ", - განაცხადა 24 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით