"მილანის" ახალი სამიზნე "რომას" ფეხბურთელია"

14-06-2019, 15:48

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "მილანის" ხელმძღვანელობა დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.

წყაროს ცნობით, "როსონერის" მთავარი სამიზნე კოსტას მანოლასი იქნება, რომელიც ამჟამად "რომას" ღირსებას იცავს და მისი გამოსასყიდი თანხა 35 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ბერძენი მცველი დედაქალაქური კლუბის ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მან "რომას" მაისური 206-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გაიფორმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით