ცვილილებები "მილანში"

14-06-2019, 16:33

როგორც იტალიური "მილანის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, კლუბი დიდი ცვლილებების წინაშე დგას.

ამიერიდან პაოლო მალდინი პოზიციას შეიცვლის და ტექნიკური დირექტორის პოსტზე იმუშავებს.

გარდა ამისა, "მილანს" დაუბრუნდა ზვონიმირ ბობანი, რომელიც ბოლო დროს ფიფაში იყო დასაქმებული, მაგრამ იტალიაში დაბრუნება გადაწყვიტა

. ხორვატი მმართველი ოფიცერის პოზიციაზე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ მალდინი "მილანში" 1985-2009 წლებში, ხოლო ბობანი 1991-2001 წლებში თამაშობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით