"მან სიტი" "ლესტერის" ფეხბურთელით დაინტერესდა

14-06-2019, 23:05

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შეახებ, რომ "მანჩესტერი სიტი" "ლესტერის" ცენტრალური მცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ქალაქელები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან "მელიების" რიგებიდან ჰარი მაგუაირი გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, "მან სიტის" ბოსები უახლოეს პერიოდში დაუკავშირდებიან "ლესტერს" ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ინგლისელი ცენტრალური მცველის სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა.
 






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით