ვირჯილ ვან დეიკი: "ლივერპულს" ბრძოლა ჯერაც არ დაუსრულებია"

15-06-2019, 01:36

მერსესაიდული "ლივერპულის" ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დეიკი, მის კლუბზე საუბრობს:

"დიახ ჩემპიონთა ლიგის მოგება უდიდესი მიღწევაა, რომლითაც ისტორიაშიც კი საკუთარი ადგილი დავიმკვიდრეთ, თუმცა მომავალ სეზონში, წარსულის მიღწევებს ყველა დაივიწყებს და მხოლოდ აწყმოთი შეგვაფასებს."

"ახლა თითოეულ ჩვენთაგანს კიდევ უფრო მეტი ტიტულის მოგების სურვილი გაუჩნდა, ამიტომაც "ლივერპულს" ბრძოლა ჯერაც არ დაუსრულებია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გუნდმა, 1 ივნისს, მისი მე-6 ევროპული ტურნირის თასი მოიგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით