ფაბინიო ტავარესი: "ლივერპულში" პირველი სეზონი მარტივი არ იყო"

15-06-2019, 01:40

მერსესაიდული "ლივერპულის" ბრაზილიელი ჩამშლელი ნახევარმცველი, ფაბინიო ტავარესი, გასულ სეზონზე საუბრობს:

"ვფიქრობ მთლიანობაში კარგი გათამაშება გამომივიდა, რომლის დასაწყისშიც არაერთ სირთულეს წავაწყდი, რადგანაც ცხადია ჩემპიონატისა და ქვეყნის გამოცვლის შემდეგ, ადაპტაციისთვის შედარებით დიდი დრო დამჭირდა."

"ლივერპულში" ჩემი პირველი სეზონი მარტივი ნამდვილად არ იყო, თუმცა იმედი მაქვს მომდევნო წელს ყველაფერი გაუმჯობესდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 25 წლის მოთამაშე, ინგლისურ გრანდში, ფრანგული "მონაკოდან", 40 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით